დარიშხანმჟავა თუთია - შპს „ვეტფარმის“ მიერ წარმოებული ჰელმინთების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატი.
გამოიყენება შინაური ცხოველების, ცხვრისა და თხის დაავადებათა: მონიეზიოზის, ტიზანეზიოზის, ავიტელინოზის და ასკარიდოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატი ასევე დადებით გავლენას ახდენს ცხოველის წონაში მატებაზე, აუმჯობესებს ბეწვისა და ტყავის ხარისხს, ზრდის ნაპარსი მატყლის რაოდენობას. აგრეთვე ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის გამაგრებას.
პრეპარატი დარიშხანმჟავა თუთია გამოიცემა მორუხო ფერის, წყალში უხსნადი აბის სახით, წონით - 0.4-დან-1.0 გრ-მდე.
ცხვრისათვის და თხისათვის პრეპარატის მიღება ხორციელდება სეზონურად, წელიწადში ორჯერ.