მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შპს „ვეტფარმის“ მიერ წარმოებული პრეპარატი დარიშხანმჟავა თუთია უნიკალურია ჰელმინთების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
პრეპარატის უპირატესობა სხვა ანალოგებთან შედარებით:
- ეფექტურად სპობს ჰელმინთების უმრავლესობას.
- პარაზიტი ვერ გამოიმუშავებს იმუნიტეტს პრეპარატისადმი.
- პრეპარატის მიღებას ცხოველი საჭიროებს 6 თვეში ერთხელ. ამავდროულად, სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, პრეპარატი არ საჭიროებს მიღების დღიდან 10-12 დღის შემდეგ განმეორებით მიღებას.
- ცხოველის ცოცხალი წონის ყოველ 1 კგ-ზე საკმარისია მხოლოდ 0,015 გრ პრეპარატი, წელიწადში ორჯერ, რაც საგრძნობლად ნაკლებია ანალოგებთან შედარებით.
- შპს „ვეტფარმის“ პრეპარატ დარიშხანმჟავა თუთიას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები; ცხოველისათვის სასიკვდილო დოზა შეადგენს სამკურნალოდ, ან პროფილაქტიკისათვის მისაღები დოზის რვამაგ (!) ოდენობას.
- დარიშხანმჟავა თუთიის პრეპარატი ცხოველის ორგანიზმიდან მთლიანად გამოიდევნება 24 დღეში, ხოლო რძის შემადგენლობიდან - 3 დღეში .
- დარიშხანმჟავა თუთიის მიღება რეკომენდირებულია და კარგ შედეგებს იძლევა არა მხოლოდ დაავადებული, არამედ ჯანმრთელი ცხოველებისთვის - როგორც საუკეთესო პრევენციული საშუალება.
- დარიშხანმჟავა თუთიის პრეპარატის მოქმედების პერიოდში ცხოველი დაცულია კვების დროს შემთხვევითი მოწამვლისაგან.