serialize error!serialize error! პრეპარატის ისტორია » ჰელმინთოციდის მწარმოებელი ქარხანა საქართველოში
პრეპარატის ისტორია
რომელ ქვეყნებში გამოიყენება
უპირატესობა

პრეპარატის ისტორია

 

         კომპანია „ვეტფარმი“ წლების განმავლობაში აწარმოებს ვეტერინარულ პრეპარატს-ჰელმინთოციდს (დარიშხანმჟავა თუთია), რომელიც წარმატებით გამოიყენება, როგორც ანტიჰელმინთური პრეპარატი შინაურ ცხოველების მკურნალობისა და დაავადებათა პროფილაქტიკისათვის.

      პრეპარატის წარმოების დაწყება უკავშირდება რაჭაში, ურავის სამთო-ქიმიურ ქარხანაში დარიშხანის შემცველი პროდუქტების წარმოების ათვისებას.

        პრეპარატის შემუშავებაზე, დახვეწასა და წარმოებაში დანერგვაზე დაიხარჯა 1 მილიონი საბჭოთა მანეთი, რაც იმ დროისთვის არსებული კურსით 1.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

      საწარმო, გასული საუკუნის 80-ნი წლებიდანწელიწადში აწარმოებდა 60 ტონა პრეპარატს, რომელიც გამიზნული იყო საბჭოთა კავშირის შიდა ბაზრისთვის (სრული მოთხოვნა 110  ტონას აღემატებოდა).

    საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ- ეკონომიკური კრიზის გამო, აღნიშნულმა წარმოებამ შეწყვიტა ფუნქციონირება.

              2009 წლიდან კომპანიამ „ვეტფარმი“, რომელიც ფლობს  ჰელმინთოციდის პატენტით სარგებლობის უვადო და შეუზღუდავ ექსკლუზიურ უფლებას, განაახლა ჰელმინთოციდის წარმოება თბილისის ფარმაცევტული ქარხნის ბაზაზე.

 

               

 

www.vetpharmi.ge
ქ.თბილისი, თამარაშვილის 6, კორპ.1, ბ.14
(+995 32) 2 43 51 60