serialize error!serialize error! აშხაბადი, საერთაშორისო გამოფენა 2017
პრეპარატის ისტორია
რომელ ქვეყნებში გამოიყენება
უპირატესობა

აშხაბადი, საერთაშორისო გამოფენა 2017

   მიმდინარე წლის 26-30 აპრილს თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადში, თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით გაიმართა საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ვეტერინარული პრეპარატები.

   აღნიშნულ ღონისძიებაზე თურქმენეთის სოფლის მეურნეობის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა შპს „ვეტფარმის“ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში - მამუკა ყიფიანი. შპს „ვეტფარმის“ მიერ წარმოებულმა ვეტერინარულმა პრეპარატმა „დარიშხანმჟავა თუთია“ ფართო ინტერესი გამოიწვია გამოფენის ოფიციალურ და არაოფიციალურ სტუმრებს შორის.

   ბატონ  მამუკა ყიფიანს ჰქონდა შეხვედრები თურქმენეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ყაზახეთის, საუდის არაბეთის, კუვეიტის ოფიციალურ პირებთან.  ასევე ნაყოფიერი იყო მისი შეხვედრა თურქმენეთში საქართველოს ელჩთან გიორგი ყარანაშვილთან.

www.vetpharmi.ge
ქ.თბილისი, თამარაშვილის 6, კორპ.1, ბ.14
(+995 32) 2 43 51 60