serialize error!serialize error! თანამშრომლობა თბილისის მერიასთან
პრეპარატის ისტორია
რომელ ქვეყნებში გამოიყენება
უპირატესობა

თანამშრომლობა თბილისის მერიასთან

       2017 წლის 14 მარტს  გაიმართა შპს „ვეტფარმის“ მენეჯმენტის პირველი სამუშაო შეხვედრა ქ. თბილისის მერიის სსიპ  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან; შეხვედრის ძირითადი თემა  იყო  უმეთვალყურეო ცხოველების მკურნალობისა და დაავადების პრევენციისათვის „ვეტფარმის“ მიერ წარმოებული ანტიჰელმინთური პრეპარატის - დარიშხანმჟავა თუთიის, გამოყენების პირობებისა და პერსპექტივის შეფასება.

   სააგენტოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს თანამშრომელთა ძირითადი შემადგენლობა სააგენტოს დირექტორის მოადგილის ა. კოდუას ხელმძღვანელობით; სამუშაო შეხვედრაზე დასმულ იქნა საკითხები და მხარეთა მიერ განისაზღვრა პრინციპები, რომელთა განხორციელებისათვის ერთობლივ მუშაობას  მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია როგორც ცხოველებისადმი ცივილიზებული დამოკიდებულების, აგრეთვე ქალაქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესების მიმართულებით.

   მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების დამუშავებისა და სამომავლო ერთობლივი საქმიანობის  პერსპექტიული  გეგმა-პროექტის მომზადების შესახებ.

www.vetpharmi.ge
ქ.თბილისი, თამარაშვილის 6, კორპ.1, ბ.14
(+995 32) 2 43 51 60