საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენა „ბელაგრო - 2017“
ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში 2017 წლის 6-10 ივლისს გაიმართა სპეციალიზებული აგროგამოფენა „ბელაგრო-2017“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგრო-სამრეწველო კომპლექსის უახლესი, მოწინავე მიმართულებები. გამოფენაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია. აღნიშნულ დელეგაციაში მონაწილეობდნენ ვეტერინარული პრეპარატების მწარმოებელი კომპანიის შპს „ვეტფარმის“ თანამშრომლები: ლეილა გრძელიძე, დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ინჟინერ-ქიმიკოსი, ტექნოლოგი და თენგიზ ყურაშვილი - ვეტერინარი, ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი. გაიმართა არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა ვეტერინარული პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან.